iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

ფრანგულ ენაზე პიესის სრული სახელწოდებაა "სიცილიელი ანუ შეყვარებული მხატვარი" - ეს გახლავთ ერთაქტიანი კომედია, რომელშიც ეჭვიანი პატრონის გაბითურების სცენაა გათამაშებული. პიესა პირველად დაიდგა 1667 წლის 5 იანვარს სენ-ჟერმენ-ენ-ლეიში.

პლატონის სოკრატესეული დიალოგი, რომელშიც სოკრატეს თავის დამცავი სიტყვაა გადმოცემული, რომელიც ბრალდებულმა მის წინააღმდეგ გამართულ პროცესზე წარმოთქვა 399 ჩვ. წ.ა., სადაც მას ღალატი და ახალგაზრდათა გარყვნილება ედებოდა ბრალად.

შელინგი მის წინამორბედ სამ ფილოსოფოსს ადარებს ღმერთის არსებობის არგუმენტებსა და მათი გადაჭრის გზებთან მიმართებით, უთმობს რა უდიდეს ნაწილს დიდი ჰოლანდიელის შეფასებას,

"ნათან ბრძენი" (1779) ლესინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა, რომლის მოქმედება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდის იერუსალიმში ხდება, რომელიც მუსულმანთა ბატონობის ქვეშ იმყოფება. პიესის მთავარი თემა იუდაიზმს, ქრისტიანობასა და მაჰმადიანობას შორის ხიდის გადებაა, ისევე, როგორც მეგობრობა, შემწყნარებლობა, საოცრებათა უარყოფა და კომუნიკაციის საჭიროება.

ნათან ბრძენი
1.99ლარი

ნათან ბრძენი

გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ენესიდემუსის რეცენზია" უფრო მეტია, ვიდრე კანტიანობის დაცვა სკეპტიციზმისგან. იგი კანტისა და რაინჰოლდის შრომების ფუნდამენტურ გადაფასებას გულისხმობს და ახალ თვალსაზრისსა და საფუძველს ქმნის ტრანსცენდენტული ფილოსოფიისთვის. ამდენად, იგი არა მხოლოდ ფიხტეს საკუთარი ფილოსოფიის გარდაქმნას, არამედ მთლიანად გერმანული იდეალიზმის ისტორიის წყალგამყოფს წარმოადგენს.

„ვაზროვნებ, შესაბამისად ვარსებობ“ - ეს მთელი ცოდნის ფუნდამენტური შეცდომაა, ამას ამტკიცებს შელინგი წინამდებარე კვლევაში, რადგან ავტორისავე აზრით, „ფიქრი არ არის ჩემი ფიქრი და ყოფა არ არის ჩემი ყოფა“. ნაშრომი ასევე შეიცავს ფრენსის ბეკონისა და დეკარტეს შედარებას.

დეკარტე
1.99ლარი

დეკარტე

ფრიდრიხ შელინგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

"ტიმეოსი" პლატონის ერთ-ერთი ის დიალოგია, რომელიც ძირითადად გრძელი მონოლოგის ფორმითაა წარმოდგენილი და დაწერილია ჩვ. წ.ა. დაახლოებით 360 წელს. მასში სამყაროსა და ადამიანთა ბუნების შესახებაა ვარაუდები გამოთქმული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა შემდგომში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებისთვის.

1719 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც ბიბლიის შემდეგ  ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, დღესაც შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველის წარმოსახვაზე მამაცობის, გამომგონებლობის და სიცოცხლის სიყვარულის დემონსტრირებით უკაცრიელ კუნძულზე ისეთ პირობებში მოხვედრილი ადამიანისა, როგორის წარმოდგენაც კი რთულია. და მაინც, მისი კითხვა დიდი სიამოვნებაა.

ვერონის ორი დაპირისპირებული ოჯახის ქალ-ვაჟი ფარულად იქროწინებს, თუმცა ისე მოხდება, რომ ვაჟს მკვლელობისთვის ქალაქიდან გააძევებენ. სავარაუდოდ რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და "ჰამლეტთან" ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე. შექმნილია 1595 წელს.

Romeo and Juliet
1.00ლარი

Romeo and Juliet

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

საზოგადოდ მიჩენული შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად, "აურზაური არაფრის გამო" დაწერილი უნდა იყოს 1598 ან 1599 წელს. ტყუილებისა და გაცურებებათა სერიების გამოყენებით ავტორი ქმნის გარემოებათა კომიკურ ერთობლიობას, სანამ საბოლოოდ ჭეშმარიტება არ იქნება გარკვეული, რაც წყვილი ქორწინებით სრულდება.

Much Ado About Nothing
1.00ლარი

Much Ado About Nothing

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რა ურთიერთობაა ადამიანსა და სახელმწიფოს შორის? როგორია იდეალური სახელმწიფო? რა სახის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს იგი? აი, ის რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხის გაცემას ცდილობს არისტოტელე დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად ინტელექტუალურ ნაწარმოებში. ეს ფუნდამენტური თხზულება პირველი სისტემატური შრომაა პოლიტიკის მეცნიერებაში.

"დონ კიხოტი", რომელიც პირველ თანამედროვე რომანად ითვლება, დასავლური ლიტერატურის კლასიკაა და უკვე საუკუნეებია საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი მოგვითხრობს იდალგო ალონსო კიხანოს თავგადასავალს, რომელსაც იმდენი რაინდული რომანი აქვს წაკითხული, რომ ჭკუას კარგავს და რაინდობის აღორძინებას მოისურვებს. ნაწარმოები უბადლო იუმორითაა შეზავებული. გამოქვეყნდა ორ ნაწილად, 1605 და 1615 წლებში.

დონ კიხოტი (წიგნი 2)
4.77ლარი

დონ კიხოტი (წიგნი 2)

მიგელ დე სერვანტესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისაამნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოდგენს.

"ევთიფრონი" პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომელშიც მოქმედება სოკრატეს სასამართლო პროცესამდე (399 ჩვ. წ.ა.) რამდენიმე კვირით ადრე ხდება და რომელშიც სოკრატე და ევთიფრონი სიწმინდის მნიშვნელობის განსაზღვრას ცდილობენ.

ათენის ლეგენდარული კანონმდებლის, ლიკურგესა, და რომის ასევე ლეგენდარული მეფის, ნუმა პომპილიუსის, ცხოვრებათა აღწერასა და მათ ნამოღვაწარის ურთიერთშედარებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი.