iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფილოსოფია

სორტირება:

ესსეიში „ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა“ ავტორი თავისი მოძღვრის, შალვა ნუცუბიძის მიერ ნაშრომში Wahrheit und Erkenntnisstruktur განვითარებულ ალეთოლოგიური რეალიზმის მიდგომას იკვლევს ჭეშმარიტებისა და შემცნების ჭრილში.

"ებრაელთა საკითხი" არის კარლ მარქსის 1843 წლის ნაშრომი, რომელშიც ის ბრუნო ბაუერის მიერ პრუსიაში ებრაელთა ემანსიპაციის შესაძლებლობების კრიტიკის საფუძველზე ლიბერალურ უფლებათა საკუთარ ანალიზს გვთავაზობს.

ითვლება რა მსოფლიო ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, გავლენიან და მნიშვნელოვან ნაწარმოებად, "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება" საფუძველია კანტის მთელი შემოქმედებისა. მასში ფილოსოფოსი წარმოადგენს ძირითად კონცეფციას, რომელიც ცენტრალურია მისი მორალური ფილოსოფიისა და, პრაქტიკულად, მთელი თანამედროვე ეთიკური აზროვნებისთვის - ესაა კატეგორიული იმპერატივი, მორალის უზენაესი პრინციპი, რომლის თანახმად უნდა ხდებოდეს ყველა გადაწყვეტილების მიღება.

ეს წიგნი, ისევე, როგორც "რატომ არ ვარ ქრისტიანი", რასელის ათეიზმის ყველაზე ცხადი და ცნობილი ნიმუშია. იგი გამოყენებულ იქნა 1940 წლის სასამართლო საქმის მტკიცებულებად, როდესაც რასელი კოლეჯის დონეზე ფილოსოფიის სწავლებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. ამ წიგნში გადმოცემული იდეები მაშინაც წინააღმდეგობრივი და საკამათო იყო და დღესაც ასეა, რელიგიისთვის კი ისინი სულაც მკრეხელურია. ეს შესანიშნავი ნაშრომი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რასელის ფილოსოფიის საუკეთესო შესავალი.

რისი მწამს
2.33ლარი

რისი მწამს

ბერტრან რასელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ჩემი თვითტკბობა" არის ნაკვეთი მაქს შტირნერის მთავარი ნაშრომისა "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელშიც ავტორი აზრის, იდეების სფეროს, ისევე, როგორც რელიგიას ესხმის თავს და აქაც ერთადერთის, უნიკალურის იდეის დამკვიდრებას ცდილობს.

საფრანგეთში 1937 წელს გამოქვეყნებული ეს უმნიშვნელოვანესი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე.

"რამოს ძმისწული" გახლავთ დიალოგი მთხრობელსა და ჟან-ფრანსუა რამოს შორის, რომელიც ცნობილი კომპოზიტორის ძმისწულია. დიდრო იყენებს პერსონაჟებს, რათა იმსჯელოს იტალიურ/ფრანგული საოპერო ორთაბრძოლის, ბავშვთა განათლების, გენიოსის ბუნებისა და  ფულის შესახებ. ხშირად უმიზნო საუბარი მასხრად იგდებს იმ დროის ცნობილ მოღვაწეებს, მათ შორის განმანათლებლებს, როგორებიც არიან მონტესკიე, რუსო და ვოლტერი.

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

"პარმენიდე", უპირველეს ყოვლისა, არის კრიტიკა, მიმართული თვით პლატონის ფორმათა თეორიის წინააღდეგ. მაგრამ დიალოგის მეორე და მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ერთგვარად ბუნდოვანი და რთულად გასაგებია, პირველ ნაწილში დასმული პრობლემების გადაწყვეტას გვთავაზობს.

"პროლეგომენები" კანტის ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომია, რომელიც მაქსიმალურად შეკუმშული სახით და ცხადად გადმოსცემს მისი ფილოსოფიის არსს. "პროლეგომენები" 1783 წელს გამოქვეყნდა, "წმინდა გონების კრიტიკის" გამოცემიდან ორი წლის შემდეგ და, კანტის აზრით, მთელი მისი ფილოსოფიის შესავლის როლი უნდა შეესრულებინა, რაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეასრულა კიდეც.

პროლეგომენები
2.88ლარი

პროლეგომენები

იმანუელ კანტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დიდი ესპანელის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება 1924 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას დაიწერა. გარდა საკუთრივ ქრისტიანობის გააზრებისა, როგორც შინაგანი ბრძოლის, პატრიოტი მწერალი ესპანეთის თანადროულ პრობლემებსაც ეხმიანება, კერძოდ კი პრიმო დე რივერას დიქტატურას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თავად.

მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის წინა ნაშრომი – „არსებობა, როგორც თანაზიარება“ სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად. ის დიდი ხანია, გავლენას ახდენს ეკუმენურ დისკუსიებზე და ბევრი ეკლესიის ლექსიკონსა და ვარაუდებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თვითშეგნებისა და სამღვდელო ხელდასხმის სპეციფიკური გაგების გააზრებას ცდილობენ. თუმცა, რასაც ზიზიულასი ეკლესიის შესახებ ამბობდა, იმ არგუმენტთა წყებით იყო გამყარებული, რასაც ჩვენ სიტყვა „ღმერთში“ ვგულისხმობთ და იმითაც, თუ როგორ აყალიბებს ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა ყოფიერების ჩვენსავე ხედვას. მომდევნო გვერდებზე ეს შთაბეჭდილებები უფრო და უფრო ღრმად არის გააზრებული და საფუძვლიანად აყალიბებს მთელი ქრისტიანული თეოლოგიის ამომწურავ მოდელს.

წინამდებარე კრებულში შესულია ალბერტ აინშტაინის ოთხი ესსეი და დიალოგი, რომლებშიც დიდი მეცნიერი და ფილოსოფოსი საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამს მეცნიერების მომავლის, რელიგიისა და მეცნიერების კავშირის, ფილოსოფიის მიზნისა და დანიშნულების, და სხვა საკითხების შესახებ მეოცე საუკუნის რეალობათა ფონზე.

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

"ხელოვნების დეჰუმანიზაცია" 1925 წელსაა დაწერილი და მასში თანამედროვე ხელოვნების ესთეტიკური არსის ანალიზის მცდელობაა მოცემული. ეს ფილოსოფიური ესსეი ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიონალთა აზრით XX საუკუნის მოდერნიზმის უნივერსალურ თეორიას წარმოადგენს.

"ამსტერდამული მოხსენებები", წაკითხული 1928 წელს, არის მცდელობა მსმენელისთვის ფენომენოლოგიის მოკლე და ყოველმხრივი შესავლის შეთავაზებისა. მოხსენებები ასევე წარმოადგენს ინტერესს ჰუსერლის მიერ ფენომენოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის კავშირის ძირითადი ფორმულირების სახით, რაც მისი წინა შრომების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო.