„ქრისტე“ არის ჯონ რემსბერგის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნაშრომი, რომელიც სახარების ფუნდამენტურ კრიტიკას გვთავაზობს. ნაშრომში პუნქტობრივად არის განხილული ახალი აღთქმის მთავარი პერსონაჟის ცხოვრება და ჩამოყალიბებულია მისი ისტორიული არარსებობის დოქტრინა. წინამდებარე ტექსტი ამ წიგნის პირველი თარგმანია პოსტსაბჭოთა სივრცეში.
"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.