„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.
წინამდებარე ესსეი ადამიანის არჩევანის შესახებაა, შესახებ იმისა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია და უნდა აირჩიოს ადამიანმა სისასტიკე და ტკივილი, როგორც ისტორიული პროცესის აუცილებელი თანამდევი, კეთილდღეობის, როგორც პასიურობის საპირისპიროდ, ადამიანმა, რომელიც, ავტორისავე სიტყვებით "გარყვნილია ბურჟუაზიული კეთილდღეობითა და სიმშვიდით".
"იონი" პლატონის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დიალოგია, რომელშიც სოკრატესა და პროფესიონალი რაფსოდის, იონის, საუბრის მთავარ თემას პოეზიის შესრულების ხელოვნების რაობა ანუ მისი ღვთიურობა თუ ცოდნისმიერობა წარმოადგენს. სოკრატე, იყენებს რა მაგნიტის მეტაფორას, დაასკვნის, რომ პოეზია ღმერთსა და ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალებაა.
"დაო დე ძინი" გახლავთ როგორც ფილოსოფიური, ასევე რელიგიური დაოიზმის ფუნდამენტური ტექსტი ორაზროვანი მნიშვნელობის შინაარსით, რომელიც საკითხთა ფართო წრეს ეხება - მბრძანებლებისათვის რჩევებიდან პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე უბრალო ადამიანთათვის. "დაო დე ძინმა" უდიდესი გავლენა მოახდინა სხვა სკოლებზე და დღესაც ყველაზე ხშირად თარგმნად ტექსტს წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურაში.
"ქრისტიანობა არაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანებმა ამ სოფლად მისი ტრიუმფით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლეს და ეს ზეიმი ქრისტიანობის სახის დამახინჯებად აქციეს" - ეს გახლავთ მთავარი აზრი ამ ესსეისა, რომლითაც დიდი რელიგიური ფილოსოფოსი ცდილობს ქრისტიანობა იხსნას, თუნდაც ქრისტიანთა ისტორიული უმსგავსობის მხილების გზით.