მიგელ დე უნამუნო - შეუპოვარი და პრინციპული ფილოსოფოსი, რომელიც დროს არ უშინდებოდა და ღიად საუბრობდა მისი თანამედროვე ესპანეთის მანკიერ მხარეებზე. წინამდებარე ესსეი ქართველი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო იქნება იმ მიზეზით, რომ იმას, რასაც უნამუნო ესპანეთში ამხელდა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს ნანახი დღეს.
"პროცესი" კაფკას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. იგი მნიშვნელოვანწილად გადმოგვცემს ადამიანის უმწეობისა და, უხილავ და იდუმალ ძალთა წინაშე უძლურების მწერლისეულ მსოფლაღქმას, რაც კიდევ უფრო მძაფრდება აბსტრაქტული და აბსურდული გარემოთი, რომელშიც მოვლენები მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაწარმოებზე დიდია დოსტოევსკის „დანაშაულისა და სასჯელის“ გავლენა. „პროცესი“ მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1925 წელს, გამოქვეყნდა.
წინამდებარე ბრწყინვალე ნაშრომში ნიკოლაი ბერდიაევი ყოფიერებისა და ღმერთის, როგორც ცნებებისადმი, ადამიანის მონობის უაღრესად საინტერესო კონცეფციას აყალიბებს. "ადამიანის მონობა ბუნებისა და კოსმოსისადმი, - ამბობს ავტორი დასასრულს. - ხშირად ოდნავ თუ განსხვავდება ღმერთის, როგორც ობიექტისადმი მონობისგან."
„ძალიან ადვილი სიკვდილი“ (1964) სიკვდილთან მთხრობელის დედის გარდუვალ შეხვედრას აღწერს. რთული საკითხავია, რამდენადაც სიკვდილთან ჭიდილი დეტალურად არის აღწერილი, თუმცა მის უკან ვხედავთ ზოგადად ადამიანის ტრაგედიას, ყველა ადამიანის საერთო ბედს კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე. მიჩნეულია ავტორის შედევრად.
რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.
პოლიტიკურის შემდეგ, მაქს შტირნერის რისხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ ლიბერალიზმს ატყდება თავს. მიუხედავად მსჯელობისა და დასკვნების არაერთმნიშვნელოვნებისა და ხშირად პარადოქსულობისაც, არ შეიძლება ავტორს არ დავეთანხმოთ, რომ ადამიანისთვის საკუთრებისა და პიროვნულობის ჩამორთმევამ იგი „საზოგადოების“ ანუ მასის ნაწილად, ავტორის სიტყვებით კი „ადამიანად“, განკერძოებულ არსებად აქცია.
21-ე საუკუნის მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა აზრი ალბერტ აინშტაინის რელიგიურობის შესახებ. წინამდებარე კრებული ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას მეცნიერებისა და რელიგიისადმი, სადაც ის, ერთის მხრივ, მეცნიერებისა და რელიგიის მორიგებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი ამ უკანასკნელს მხოლოდ ზნეობრივი ნორმების მცველის ფუნქციას უტოვებს.
ნიკოლაი ბერდიაევი გამორჩეული ფილოსოფოსია, მისი შეხედულებები კი ხაზგასმით რელიგიური, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად რადიკალურიც არის. ბერდიაევს ომისა და ანექსიის გამართლებაც შეუძლია, ადამიანის მსხვერპლად გაღებისაც, თუკი ეს ყველაფერი აღმატებული, ისტორიული, სამყაროული მიზნის მიღწევას ემსახურება. ტკივილისა და სისასტიკის მიღებაც უნდა შეეძლოს ადამიანს, რადგან სხვაგვარად, ავტორის აზრით, ისტორიული პროცესი არ წარიმართება. უაღრესად საინტერესო წიგნია, რომლის რამდენიმე ნაწილი ცალკე ტექსტად იყო გამოქვეყნებული.
თუ ერის ისტორიული მისიის აღსრულება შემოქმედებას და მოძრაობას გულისხმობს, ხოლო სტატიკა დამღუპველია ისტორიული შემოქმედებისთვის, მაშინ ომი და ანექსიაც შეიძლება გამართლებული იქნეს. ასეთია ბერდიაევის ამ არაერთმნიშვნელოვანი ესსეის ძირითადი აზრი, სადაც ასევე რუსეთის (და ნაკლებად - ინგლისის) მსოფლიო დომინირების იდეაც ხმამაღლაა გამოთქმული.
მაქს შტირნერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, 1845 წელს შექმნილი „ერთადერთი და მისი საკუთრება“, არის შრომა, რომელმაც შეუქცევადი სახე მისცა ევროპული აზროვნების განვითარებას. დაასწრო რა ათწლეულობით ევროპულ კულტურაში ნიჰილიზმისა და ინდივიდუალიზმის წარმოქმნას, მან უდიდესი გავლენა მოახდინა მე-19 და მე-20 საუკუნის ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ამ წიგნმა ევროპული ცივილიზაციის იერსახე შეცვალა.