iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფილოსოფია

სორტირება:

"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ფრანგი განმანათლებლის მოსაზრებები ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე, როგორიცაა ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა და პოეზია, რაც მხატვრული კრიტიკის საფუძვლად იქცა. ფილოსოფიური შეხედულებები ბუნების, მატერიის, სიცოცხლის წარმოშობის საკითხებს ეხება.

"ანტონიო დე ლა პენიას ამბავი" - ესაა წიგნი იმის შესახებ, თუ რა იცის ადამიანმა, რა შეიძლება იცოდეს და როგორ შეიძლება, რომ იცოდეს; რა დაბრკოლებები ეღობება ადამიანს რაიმეს შემეცნებისას. ნაწარმოების მოქმედება XX საუკუნეში მიმდინარეობს, მთავარი თემა კი პატიმრობაა.

იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის იდეათა კვალდაკვალ ლუდვიგ ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მივუახლოვდეთ  ადამიანის "მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების" მეცნიერულ გაგებას, რის დემონსტრირებას გვთავაზობს წინამდებარე წიგნში თავისი პაციენტის, ელენ ვესტის, მაგალითზე.

ესაა სოკრატესა და ალკიბიადეს შორის გამართული დიალოგი, რომელშიც სოკრატე არაერთ პოლიტიკურ საკითხთან ერთად განიხილავს ადამიანის სულიერ- და არა სხეულებრივ შემადგენელს. არსებობს ეჭვები დიალოგის ავთენტურობასთან დაკავშირებით.

ფრანგი მოაზროვნის კრებულში შესულია სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სატირა "კანდიდი", ფილოსოფიური ნოველა "ზადიგი" და რომანტიული მოთხრობა "ბაბილონის პრინცესა". ამ სამივე მოთხრობას ადამიანის უსასოო ყოფით მოგვრილი ღრმა პესიმიზმის შეგრძნება აერთიანებს.

მრავალის აზრით ვიტგენშტაინის ფილოსოფიური ძიებანი (1953) დღემდე წარმოადგენს მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ფუძემდებლურ ნაწარმოებს.

წიგნი თავად ფილოსოფიის სრულიად ახალ კონცეფციას გვთავაზობს და დახვეწილი ანალიტიკური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ნაშრომი ინტერპრეტირების უნარის საუკეთესო მაგალითია. ფილოსოფიური პრობლემები ხშირად ენის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუგებრობიდან მომდინარეობს, ამ პრობლემათა გადაჭრა კი, ავტორის აზრით, ენის განმარტებაში მდგომარეობს, რასაც თავად ცდილობს და რისკენაც მოუწოდებს კიდეც სხვა ფილოსოფოსებს ვიტგენშტაინი.

ფილოსოფიური ძიებანი
4.99ლარი

ფილოსოფიური ძიებანი

ლუდვიგ ვიტგენშტაინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პლატონის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორიის თემაზე, "სახელმწიფო" - ესაა გამოგონილი დიალოგი სოკრატესა და რამდენიმე ათენელსა და უცხოელს შორის, რომელშიც სამართლიანობის მნიშვნელობაა განხილული. შექმნილი ჩვ. წ.ა. დაახლოებით 380 წელს, ნაშრომი მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა  მარადიულ საკითხში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მოწყობილი საზოგადოება საუკეთესო გზით.

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

ანტიქრისტე
3.77ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე; 21.11.1694-30.05.1778) - განმანათლებლობის ეპოქის ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ცნობილი, როგორც სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების დამცველი.

კლასიკური ბერძნული ტრაგედიის შესახებ ამ თითქმის თანამედროვე ანგარიშში არისტოტელე სიუჟეტის, ხასიათის, ენისა და სანახაობის დრამატულ ელემენტებს იკვლევს ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ნაწარმოებთა მაგალითზე.

პოეტიკა
2.55ლარი

პოეტიკა

არისტოტელე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ პატარა სტატიაში გადმოცემულია თომა აქვინელის ანგელოლოგიის ძირითადი დებულებები.

ამ პატარა სტატიაში დასაბუთებულია, რომ იოანე დამასკელი იყო არამარტო დიდი თეოლოგი, არამედ შესანიშნავი ფილოსოფოსიც.

ამ პატარა სტატიაში თეოლოგია და ფილოსოფიაა შედარებული და თეოლოგია გაკრიტიკებულია ფილოსოფიური პოზიციიდან.

"ლახესი" პლატონის ერთ-ერთი სოკრატული დიალოგია, რომლის მონაწილეები სიმამაცის განსხვავებულ კონცეფციებს წარმოადგენენ. დიალოგი აპორიაში სრულდება.

მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.