iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

თქვენს წინაშეა პირველი მცდელობა ვაზის მოშენებაზე მეცნიერული თვალსაზრისის ჩამოყალიბებისა, რაც შესაძლოა დღეს დროგასულადაც მოჩანდეს, მაგრამ უდაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აგრარული დარგის განვითარებისთვის.

ვაზის მოშენება
1.99ლარი

ვაზის მოშენება

ილია წინამძღვრიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში მოცემულია კოსმოლოგიური არგუმენტის 6 განხვავებული ვარიაცია.

წიგნში საუბარია კოსმოლოგიური არგუმენტის დამასკელისეულ ფორმულირებაზე. წიგნი საინტერესო იქნება ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

წიგნში განხილულია კოსმოლოგიური არგუმენტის ერთ–ერთი ვარიაცია, რომელსაც უძრავი მამოძრავებლის არგუმენტი ეწოდება.ეს არგუმენტი შეიმუშავა არისტოტელემ და შემდეგ ის განავრცო და დახვეწა თომა აქვინელმა.

წიგნში განხილულია თომა აქვინელის მეხუთე გზა, რომელსაც ტელეოლოგიური არგუმენტი ეწოდება.

წიგნში განხილულია შემდეგი საკითხები: რა არის კოსმოლოგიური არგუმენტი? კოსმოლოგიური არგუმენტი და კაუზალობის პრინციპი, კოსმოლოგიური არგუმენტი აქვინელთან, არგუმენტის კრიტიკა ბერტრან რასელის მიერ, არგუმენტის დაცვა ედვარდ ფიზერის მიერ.

"პირველყოფილი კულტურის ისტორია" - ესაა დიმიტრი უზნაძის მიერ პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ძირითადი მახასიათებლების აღწერა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რაც შესაძლოა დროდადრო გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ფრიად საინტერესო საკითხავს წარმოადგენს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგის პროცესში’’ კვლევის შედეგბი მზადაა პროექტზე მუშაობა თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრატურის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა ექსპერტებთან ერთად დეკემბერის თვეში დაიწყო და აპრილში დაასრულა

გრიგოლ რობაქიძის 1917 წელს შექმნილი პიესა „ლონდა“ წარმართულ საქართველოში ვითარდება. ღმერთის გულის მოსალბობად მსხვერპლად ულამაზესი, ლონდა, უნდა შეეწიროს, რასაც მისი ტრფიალი თამაზ ბატონიშვილი ეწინააღმდეგება. ლონდა, ვისთვისაც სიკვდილი და სიყვარული, თანასწორია, ნებაყოფლობით მიდის მსხვერპლად შეწირვაზე, რასაც თამაზი აასრულებს და შეყვარებულთან ერთად გადასკდება მდინარეში. ასეთია, გრიგოლისეული სიყვარული, რომელზე “უტკბილესი არა არის რა ქვეყანაზე. მაგრამ ამავე დროს სიგიჟის თესლია იგი.“

ლონდა
1.99ლარი

ლონდა

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. მეორე ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: მნემური პროცესები, აზროვნება, ყურადღება და წარმოსახვა.

„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. პირველ ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: განწყობა, ემოციური განცდები, ქცევა და აღქმა. „ზოგადი ფსიქოლოგიის“ რამდენიმე ნაწილი უკვე იყო გამოქვეყნებული ცალკე წიგნებად.

ზოგადი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და რთული სფერო, წარმოსახვა, და მისი გამოხატვის ფორმები - ფანტაზია, ოცნება, სიზმარი, მხატვრული შემოქმედებაა განხილული დიმიტრი უზნაძის წინამდებარე ნაშრომში. ამასთანავე, მოცემულია ამ საკითხებთან მიმართებით არსებული ყველაზე გავრცელებული თეორიების ანალიზი.

88 წლის მოხუცი საფრანგეთის ერთ საკურორტო ქალაქში შემთხვევით ქართველ სტუდენტს შეხვდება, რის შემდეგ მისი ცხოვრება სრულად იცვლება. ის აღმოაჩენს, რომ ქართველია, გაიხსენებს ქართულ ენას და საქართველოში წუთით მაინც დაბრუნებაზე ოცნებობს. მიწა ყივის. დიდი ოსტატის ოსტატური ნაწარმოები.

მიწის ყივილი
0.77ლარი

მიწის ყივილი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star