iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

"ღვინო - ესაა ბრძენი, მსხმოიარე და თავქარიანი ღმერთი. დიონისე, ბაკქი - ამ სახელებში გაისმის დაუსრულებელ მხიარულებათა ჟრიამული; იგი, ტროპიკულ ტყეთა მცხუნვარე ქართა მსგავსად, აღწევს სიცოცხლის ფარულ სიღრმეებში და იქ აღელვებს მას". - ხოსე ორტეგა ი გასსეტ.

 

ღვთაებრივი ღვინო
0.99ლარი

ღვთაებრივი ღვინო

ხოსე ორტეგა ი გასეტ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პოპულარობა ნიკოს კაზანძაკისს ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერილმა რომანებმა მოუტანა. ზუსტად, მათ შორისაა „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, რომელშიც ასახულია მცირე აზიის კატასტროფის (1922) წინა პერიოდი. აღნიშნული ისტორიული რეალია მწერალს ფონად აქვს გამოყენებული თავისი გმირების ფსიქოლოგიური სამყაროს საჩვენებლად და სიუჟეტის გადმოსაცემად. ნაწარმოებში ასევე გავლებულია პარალელები უფლის დროინდელ იუდეის ამბებთან. ქართველი მკითხველისათვის ეს ნაწარმოები იმითაც არის საინტერესო, რომ მასში საქართველოა ნახსენები. 

ლათინური ენის სასაუბრო პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ე.წ. მკვდარი ენების სრულ­ყოფილად დაუფლებას ის ართულებს,რომ მეტყველე­ბაში მათი გამოყენების არეალი შეზღუდულია. წიგნის მიზანია ამ თვალსაზრისით ლათინური ენის ნა­წი­ლო­ბრივი „გაცოცხლება“ ცნობილ და აპრობირებულ ე.წ. „ზე­პირ“ მეთოდზე დაყრდნობით (ლექსიკის, იდიომატიკის, ფრა­ზე­ოლოგიზმების თემატურ ჯგუფებად თავმოყრა და მათი იმიტირებულ სიტუაციებში გამოყენება). 

1978 წელს ბერძნულ ენაზე გამოცემული რომანი დღემდე თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ ტექსტად ითვლება და უკვე სამი ათეული წელია, რაც ბერძნულ ბესტსელერთა შორის პირველ პოზიციებს არ თმობს. ნაწარმოები ნათარგმნია არაერთ ევროპულ და არაბულ ენაზე, მისი ქართული თარგმანი კი 2015 წელს პირველად გამოიცა - პროგრამა ლოგოსის მიერ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ვკვდები როგორც ქვეყანა
2.55ლარი

ვკვდები როგორც ქვეყანა

დიმიტრის დიმიტრიადისი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

შუასაუკუნეების ხელნაწერებმა შემოგვინახა რამდენიმე ფრაგმენტი ვრცელი რომანიდან, რომელიც წარმოადგენს ანტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ძეგლს. მხოლოდ ერთეულმა ლიტერატურულმა თხზულებებმა თუ გააღვიძა მეცნიერთა და მკითხველთა ისეთი ინტერესი, როგორც ამ თავისშესაქცევმა ლექსისა და პროზის ნაზავმა, რომელიც სატირიკონის სახელით არის ცნობილი. ხელნაწერებში მას ეწოდება შატურაე ანუ სატირები, ხოლო ბერძნულად იგი ჟღერს, როგორც შატყრიცონ ("სატირული თხზულება" ან "სატირული თხზულებები"). ეს ის ძეგლია, რომელიც მიუხედავად მისი ფრაგმენტულობისა, პოპულარობით ტოლს არ უდებს სხვა ლიტერატურულ შედევრებს, რომლებიც კლასიკურმა ანტიკურობამ უანდერძა თანამედროვეობას. ამას დღემდე არსებული მისი 18 ინგლისური თარგმანიც ადასტურებს, რომელთაგან პირველი 1694 წელს, ხოლო ბოლო – 2003 წელს შესრულდა.

სატირიკონი
3.22ლარი

სატირიკონი

პეტრონიუსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ავტობიოგრაფიულ რომანში „ბინადრობის ნებართვა“ მოქმედება 70-იანი წლების ჟენევაში ხდება. მთავარი გმირი, 12 წლის ანდრე, სიცილიელი იმიგრანტის შვილია. შვეიცარიაში გადასახლებული იტალიელი ბავშვისთვის ინტეგრაცია ძნელი აღმოჩნდა. შეძლებს კი მარტოსული მოზარდი, გააგებინოს მშობლებს თავისი პრობლემები, მოიპოვოს მეგობრები?

„ბავშვი ნანგრევებიდან“ რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული...  სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. ოჯახს გაქცევა უწევს და ბევრ სირთულეს აწყდება...

კანტის ფუნდამენტურ ნაშრომს "რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში" უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლური რელიგიური აზრის ისტორიაში. ის წარმოადგენს დიდი ფილოსოფოსის მცდელობას, განმარტოს ფორმა და შინაარსი ისეთი სახის რელიგიისა, რომელიც მორალურ გონებაზე იქნებოდა დაფუძნებული და ეთიკური ცხოვრების მოთხოვნებს უპასუხებდა. ნაშრომი მოიცავს კრიტიკულ და თამამ დისკუსიებს თემებზე, რომლებიც არცთუ ხშირად განიხილება ფილოსოფოსების მიერ, როგორიცაა პირველყოფილი ცოდვა და ცოდვილთა ხსნა.

წინამდებარე ესსეი, რომელიც 1784 წელს გამოქვეყნდა, ცხრა თეზისისგან შედგება, რომელთა მეშვეობით კანტი ცდილობს დაამტკიცოს თავისი შეხედულება იმის შესახებ, რომ რაციონალური და მორალური ავტონომია გარდაუვლად დაამარცხებს ეგოისტური ინდივიდუალიზმის მოძალადეობას.

წინამდებარე ნაშრომში, რომელიც "ერების ფსქიოლოგიის" ნაწილს წარმოადგენს, მრავალრიცხოვანი მაგალითების ფონზეა განხილული გენეზისი ერებისა და ხალხების ცივილიზებულობის ელემენტებისა, ისეთების, როგორიცაა აღმსარებლობა, ხელოვნება და ინსტიტუტები.

"შვიდთა ლაშქრობა თებეზე" ტრილოგიის მესამე ნაწილია (პირველი ორი დაკარგულია). მას შემდეგ, რაც ოიდიპოსი განდევნილ იქნა თებედან, ამ უკანასკნელის სიძეები მეტოქეობენ მეფის გვირგვინისთვის. გამარჯვებული ეტეოკლე განდევნის თავის ძმა პოლინიკეს, ეს უკანასკნელი კი შვიდ სარდალთან ერთად ესხმის თავს თებეს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.

ესსეები "თვითმკვლელობისათვის" და "სულის უკვდავებისათვის" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მარადიულ არსებობას და ადამიანის დამოკიდებულებას ღვთიურ ნებაზე, ხაზს უსვამენ ნების თავისუფლების მნიშვნელობას და წინასწარ ჭვრეტენ დოქტრინებს, რომლებიც მომავალში კანტისა და ჰეგელის შრომებში თანამედროვე აზროვნებას ჩამოაყალიბებენ.

ტრილოგიის მესამე წიგნი მოგვითხრობს კარლ-არტურის ცხოვრების ამბავს შარლოტა ლიოვენშოლდთან განშორების შემდეგ, როდესაც ის ანა სვერდთან ქორწინდება, თუმცა თეა სუნდლერის დაბრუნება მრავალ ცვლილებას შეიტანს პერსონაჟთა ცხოვრებაში.

ანა სვერდი
3.88ლარი

ანა სვერდი

სელმა ლაგერლიოფი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ონტოლოგიის ახალი გზების" მთავარი ამოცანა ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირების გაანალიზებაა. ჰარტმანისათვის, რომლის იდეები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებათა კვლევასთან გვაახლოვებს, ონტოლოგია - ნეიტრალური კატეგორიაა, რომელიც სუბიექტსა და ობიექტს მოიცავს და სცდება, როგორც ძველი რეალიზმის, ისე თანამედროვე იდეალიზმის ფარგლებს.

"კაპიტალის" პირველი ტომის ამ ნაკვეთში კარლ მარქსი საქონლის ორ ფაქტორს, შრომის ორად ხასიათსა და ღირებულების ფორმებს იკვლევს.

ჰეგელის "ესთეტიკა" ის ნაშრომია, რომელშიც ავტორი სრულად გამოხატავს ხელოვნების ფუძემდებლურ თეორიას. პირველ ნაწილში განხილულია მშვენიერის ზოგადი ბუნება, როგორც სულიერი გამოცდილებისა; ჰეგელი განასხვავებს ხელოვნების მშვენიერსა და ბუნებრივ მშვენიერს და მხატვრული გენიისა და ორიგინალობის ხასიათს იკვლევს.