ჭოლა ლომთათიძის პროზაში ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს ერთი შეხედვით ისეთი შორს მდგომი თემები, როგორიცაა სიყვარული და რევოლუცია, გულგატეხილობა და იმედი. მოთხრობათა უმეტესობა ციხის საკანშია შექმნილი.
1882 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა, რომელიც ალ. ყაზბეგის კალამს ეკუთვნის, სიყვარულის და შურისძიების თემას ეხება, თუმცა მასში იმავდროულად XIX საუკუნის საქართველოს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა აისახა.
კრებულში შესულია აკაკი წერეთლის ისეთი ყველასათვის ნაცნობი მოხრობები, როგორიც არის პატრიოტული "ბაში–აჩუკი", ბიოგრაფიული "ჩემი თავგადასავალი", ასევე ნაკლებად ცნობილი "სამგვარი სიყვარული", "ყვითელი სანთელი" და სხვა.
"აქ" გახლავთ ფსიქოლოგიური მოთხრობების კრებული, რომლებშიც ავტორი მარადიულ თემებს ეხება, როგორიც არის ცხოვრების აზრი, ყოფიერების ამაოება, სიყვარული და თანაგრძნობა, პატიება
ქართლის ცხოვრების VI წიგნი, საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ისტორიკოსის თხზულება, რომელიც დახვეწილი სტილით აღწერს პერიოდს 1080-დან 1125 წლამდე
პირველად საქართველოს ინტერნეტ სივრცეში გამოიცემა ვაჟას მოთხრობების სრული კრებული ორ ტომად. პირველ ტომში შესულია 52 მოთხრობა შექმნილი 1881-1902 წლებში, მათ შორის "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ხმელი წიფელი", "ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა.
კრებულში შესულია ილიას შვიდივე მოთხრობა, კლასიკად ქცეული "კაცია-ადამიანი?!"-ს, "მგზავრის წერილების" და ასევე ნაკლებად პოპულარული "ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილისა" და "სარჩობელაზედ" ჩათვლით.
ავტორის ერთადერთი დასრულებული ნაწარმოები, რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოს ბატონისა და ყმის ურთიერთობებს ასახავს სურამის ციხის შესახებ თქმულების ფონზე. ნაწარმოები რამდენჯერმეა ეკრანიზებული.