თუ ერის ისტორიული მისიის აღსრულება შემოქმედებას და მოძრაობას გულისხმობს, ხოლო სტატიკა დამღუპველია ისტორიული შემოქმედებისთვის, მაშინ ომი და ანექსიაც შეიძლება გამართლებული იქნეს. ასეთია ბერდიაევის ამ არაერთმნიშვნელოვანი ესსეის ძირითადი აზრი, სადაც ასევე რუსეთის (და ნაკლებად - ინგლისის) მსოფლიო დომინირების იდეაც ხმამაღლაა გამოთქმული.
ის, რომ მეხსიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფორმირების საქმეში, დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, სად იწყება, როდის აღწევს პიკს და რატომ? სრულდება ოდესმე? ამის შესახებაა დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი "მნემური პროცესების ფსიქოლოგია".
წინამდებარე ესსეი ადამიანის არჩევანის შესახებაა, შესახებ იმისა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია და უნდა აირჩიოს ადამიანმა სისასტიკე და ტკივილი, როგორც ისტორიული პროცესის აუცილებელი თანამდევი, კეთილდღეობის, როგორც პასიურობის საპირისპიროდ, ადამიანმა, რომელიც, ავტორისავე სიტყვებით "გარყვნილია ბურჟუაზიული კეთილდღეობითა და სიმშვიდით".