iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ესსეისტიკა

სორტირება:

დიდი ესპანელი ფილოსოფოსი კიდევ ერთი მათგანია, ვინც ვერ შეგუებია ყოფის არსებულ წესს და ცდილობს მთავარს - უკვდავებას მიაგნოს, უკვდავებას, რაც ყველაზე სანუკვარი მიზანი და იდეაა ადამიანის. უნამუნო პრობლემის გადაჭრას 1911 წელს შექმნილი ესსეით რელიგიურ ჭრილში ცდილობს.

დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი თავისუფალ აზროვნებაზე განათლების, პროპაგანდისა და ეკონომიკის გავლენის შედეგებს განიხილავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი ლექცია დღესაც აქტუალურია თავისი მნიშვნელობით.

"ბიბლიის აბსურდულობანი" ქლარენს დაროუს მცირე ესსეია, რომელშიც იგი დამახასიათებელ ექსპრესიულ სტილში გვთავაზობს ბიბლიისა და ქრისტიანობის პოსტულატების კრიტიკას.

რა რელიგია შეიძლება ჰქონდეს მოაზროვნეს? არის თუ არა სრულად დარწმუნებული საკუთარ რწმენაში? რა არის მისი დანიშნულება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დიდი ესპანელი მოაზროვნე არაერთმნიშვნელოვან ესსეიში "ჩემი რელიგია".

ჩემი რელიგია
0.99ლარი

ჩემი რელიგია

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სარტრის ესსეი "რისთვის ვწერთ?" აყალიბებს ავტორის შეხედულებას მწერლის დანიშნულების შესახებ, რაც უფრო ვრცელი ნაშრომის - "რა არის ლიტერატურა?" ნაწილს წარმოადგენს.

რისთვის ვწერთ?
2.00ლარი

რისთვის ვწერთ?

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქრისტიანობის მიერ ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილი თავისუფალი ნების, სამართლიანობისა, და სულისა და უკვდავების დოქტრინათა განხილვის საფუძველზე. განკუთვნილია ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.

რევოლუციური მკვლელობების საშინელებით შთაგონებული ამ მცირე ჩანახატით ავტორი ცდილობს ზღვარი გაავლოს ე.წ. "ქაოტურ" და "კანონიერ" მკვლელობებს შორის და დასკვნას, როგორც ყოველთვის, რელიგიური პოზიციიდან აკეთებს.

წინამდებარე ესსეიში რასელი გვთავაზობს ღმერთის არსებობის კრიტიკას იმ დროის თეოლოგთა მიერ შემუშავებული ახალი არგუმენტების შესაბამისად.

წინამდებარე კრებულში შესულია ილიას მოსაზრებები საბანკო ბიზნესის მოწყობასა და ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მისი შეხედულებები სხვადასხვა სახის საბანკო-შემნახველი საზოგადოებების შესახებ, საგლეხო ბანკის საკითხი და ამასთან დაკავშირებული კამათი ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. ბონუსის სასხით გთავაზობთ ილიას პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან საბანკო და სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე.

"ქვათა ღაღადი" ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პუბლიცისტური ნაწარმოებია, რომელიც სომეხ და რუს ფსევდო-მეცნიერთა უსაფუძვლო თავდასხმების არიდების ფონზე ქართველთა წარმოშობის იდეას აყალიბებს.

ქვათა ღაღადი
1.00ლარი

ქვათა ღაღადი

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"მოგონებანი" 1936 წელს დაიწერა და მასში ასახულია მეცხრამეტე საუკუნის 70-90-იან წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი ისტორიულ-სოციალური და კულტურულ-ლიტერატურული მოვლენები.

მოგონებანი
1.44ლარი

მოგონებანი

იაკობ მანსვეტაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია ქართველი პოეტისა და პუბლიცისტის, ტერენტი გრანელის ლიტერატურული წერილები, ნარკვევები და ამონარიდები პირადი დღიურიდან. ავტორი საინტერესოდ აფასებს მისი თანამედროვეების ვალერიან გაფრინდაშვილისა გალაკტიონის პოეზიას, ხშირად ახსენებს მეგობრებსა და ტრაფობის ობიექტებს. ამ ჩანახატებით კიდევ ერთელ ვრწმუნდებით ტერენტი გრანელის ნატიფ, თავმდაბალ, ბავშვურ და ჭეშმარიტად პოეტურ სულიერ სამყაროში.

წერილები
0.99ლარი

წერილები

ტერენტი გრანელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია" - ამ ნაშრომით ნ. ბერდიაევი წარსულის სახელმწიფოებრივი ფორმაციების ანალიზის საფუძველზე ცდილობს შეაფასოს სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვადასხვა ფორმები.