„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
მასონური გზა თაობიდან თაობაზე განდობის ელემენტებითა და ტრადიციებით გადადის და ვითარდება. განდობა შეიძლება ეწოდოს მთლიან პროცესს, პირველი სხივის ხილვიდან - სინათლის ხილვამდე და შემდგომაც. განდობა მასონური ორდენის პირველ - შეგირდის ხარისხში - ინიცირება ეწოდება და ეს „საერთო“ ანუ „ერთიანი“ განდობის სისტემა სწორედ ამ ცერემონიით იწყება. ამასთან, მასონური ორდენის განდობის ერთიანი ციკლი ცოტა უფრო ადრე იწყება, ვიდრე თავად ინიციაცია. უფრო ზუსტად, ინიციაციის და „გამოცდების“ პირველი ეტაპია - განდგომის ანუ რეფლექსიის კელია. განდგომის კელიაში - ოთახში ადამიანი, კანდიდატი, რჩება მარტო, საკუთარ თავთან და გარკვეულ მედიტაციაშია, რომელსაც ჩვენ რეფლექსიას ვუწოდებთ, ანუ მდგომარეობას როდესაც ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება ხდება. წარმოდგენილი განახლებული გამოცემა გაძლევთ საშუალებას უფრო სიღრმისეულად გაიგოთ, თუ რას წარმოადგენს მასონურ ორდენში ინიცირების რიტუალი, რა კავშირშია ალქიმია და განდობის ცერემონია, რა სიმბოლიზმია განდგომის კელიაში - რომელიც წარმოადგენს პირველ „გამოცდას“ შეგირდის ინიცირების დროს.
ჰიგუჩი იჩიიოს მოკლე ისტორიები მეიჯის ერაში მცხოვრები ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას გვიყვება. ის ნათელი ჭეშმარიტებითა და ღრმა ემპათიით აღწერს სიღარიბისა და თავგანწირვის თემებს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. მისი უბრალო, თუმცა ჩამაფიქრებელი წერის სტილი ყოველდღიურ გამოცდილებებს აღწერს, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა იაპონურ ლიტერატურაზე. მისი სამი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ტადაში იმაიმ 1953 წელს ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „ტალახიანი წყლის ყურე“. ასევე, მოთხრობების მიხედვით იდგმება თეატრალური წარმოდგენები.
ევერეტ შოსტრომის ფსიქოლოგიური ბესტსელერი მაინტრიგებელი სახელწოდებით „ადამიანი – მანიპულატორი“ მილიონობით მკითხველს დაეხმარა საკუთარი თავისადმი რწმენის შეძენაში, გაუკეთესებაში, ცხოვრების შესწავლაში. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ უფრო დიდი ჰუმანისტია – შოსტრომი, რომელიც თავის გარშემო მანიპულატორებს ხედავს, თუ კარნეგი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ადამიანებს გულახდილი ინტერესით მოვეპყრათ. „შეეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტებს... აკონტროლეთ საკუთარი თავი... ამას ადვილად მოეკიდეთ“, – მუდმივად გვირჩევს დეილ კარნეგი. „მოსინჯეთ და როცა თქვენს ნერვულ სისტემას გამოფი ტავთ, ჩემთან მოდით სამკურნალოდ, მე პირდაპირ საპირისპიროს გირჩევთ“, – წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ევერეტ შოსტრომი. ადვილად წარმოსადგენია ეს საპირისპირო რჩევები: „ნუ მოერიდებით კონფლიქტებს, ნუ გააკონტროლებთ თავს“. ნუთუ ასეა? დაე, თავად ქართველმა მკითხველმა განსაჯოს, თუ ვის რჩევას დაუჯეროს.
მოზამბიკელი მწერლის მია კოუტუს რომანი „მთვარეული მიწა“ პირველად 1992 წელს გამოიცა და მოგვითხრობს ბიჭის მუიდინგასა და მოხუცი ტუაჰირის შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომს გაქცეულები გზაზე მიტოვებულ მაშიმბობუში (ავტობუსში) აფარებენ თავს. 1995 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი Sleepwalking Land.
მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის, ერიხ ფრომის ეს შესანიშნავი ნაშრომი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ ესსეს ჰიტლერის შესახებ, რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს. იგი აჯამებს ავტორის მრავალწლიან ნააზრევს ამ საკითხის შესახებ. ეყრდნობა რა მრავალფეროვან ბიოგრაფიულ მასალებს, დოკუმენტებს და თანამედროვეთა ჩვენებებს, ავტორი ცდილობს ჰიტლერის პიროვნების ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გამოკვლევას.
იესო ქრისტეს შობის და ჯვარცმის თარიღები დღემდე დაუზუსტებელად ითვლება. ამ წიგნში ნახავთ დეტალურად ახსნილ და განმარტებულ სრულ თარიღებს, არა მარტო მის შობასა და ჯვარცმაზე, არამედ მისი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზეც. წიგნში აგრეთვე არის ვარაუდი ქვეყნის აღსასრულის ზუსტ თარიღზე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს სიტყვებით, ეს დღე, მხოლოდ მამა ღმერთმა იცის, როდის იქნება.
უფალი ჩაიტანჲას მოძღვრება არის უფალი კრიშნას სწავლების პრაქტიკული დემონსტრირება, რომელიც „ბჰაგავად-გიტას“ დასასრულს ამბობს, რომ ყველა უნდა მიენდოს მას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. უფალი ჩაიტანჲა, რომელიც ბენგალიაში, აღმოსავლეთ ინდოეთში, დაახლოებით 1496 წელს დაიბადა, პირდაპირ გვასწავლის, რომ ადამიანმა თაყვანი უნდა სცეს უფალ კრშნას, რადგან ის არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და არ არსებობს განსხვავება მის სახელს, თვისებას, ფორმასა და გართობას შორის. მისი მოძღვრება დაეხმარება ადამიანთა საზოგადოებას ახლებურად შეხედოს სულიერ ცხოვრებას, გახსნის რა სივრცეს წმინდა სულის მოღვაწეობისთვის.
დიდი ინგლისელი მწერლის ჯეიმს ალენის ყველაზე ცნობილი წიგნი „როგორ აზროვნებს ადამიანი“ გამოქვეყნდა 1902 წელს და ამჟამად ითვლება კლასიკურ ნაწარმოებად ადამიანის თვითგანვითარების სფეროში. ეს მომცრო წიგნი შეყვანილია მსოფლიოს იმ 50 საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ადამიანს ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. ამიტომაც ამ გამოცემას ეს სათაური მივეცით. გამოცემაში შესულია ალენის კიდევ ორი ნაწარმოები: „გახდით თქვენი გონების, ჯანმრთელობის და ცხოვრების სრულუფლებიანი ბატონი“ და „წარმატების რვა ბურჯი“.
წინამდებარე გამოცემაში მკითხველს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის შინაარსობრივად ორ ერთმანეთთან ახლო მდგომ ნაწარმოებს: „ფსიქოანალიზი და რელიგია“ და „დოგმატი ქრისტეზე“. პირველ ნაწარმოებში ავტორი დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა დაპირისპირება მრავალსაუკუნოვან რელიგიასა და ათეიზმის ტენდენციებს შორის. „დოგმატი ქრისტეზე“ საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს ამოხსნას, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი. ეს ნაწარმოები მოიცავს ისტორიულ პერიოდს ქრისტეს დაბადებიდან ნიკეას პირველ კრებამდე. გაანალიზებულია, თუ როგორ იცვლებოდა იესოს რელიგიური გაგება იმ დროის სოციალურ-ეკონომიკურ რეალიებზე დამოკიდებულებით.
ხშირად გეჩვენებათ, რომ წარუმატებლობა გდევთ თან, რომ გარემოებები თქვენ წინააღმდეგ ეწყობა? სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს შინაგან განწყობაზე! საკმარისია გადაერთოთ „საჭირო ტალღაზე“ და გადაიჭრება ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები,სულიერი შფოთვები გაქრება. შესაძლებელია შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, თუ მისდევთ ლუიზა ჰეის რჩევებს. წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ-ამაში დარწმუნებულია თავად ლუიზა,თვითდახმარების მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბესტსელერების ავტორი პოპულარული ფსიქოლოგიის ჟანრში, და მისი თანაავტორი, ცნობილი ჟურნალისტი შერილ რიჩარდსონი.
„იქ, სადღაც ზემოთ, სპილენძის ოქსიდის მწვანე საფარით ჩამუქებული ეკლესიის გუმბათებსა და პირქუშ კოშკებს მიღმა, მოცისფრო-მონაცრისფრო ბურუსში კაფე გახვეულა. კაფეში ბევრი პატარა მაგიდა დგას, საიდანაც ჩვენს ქალაქს შეგიძლია გადმოხედო. სწორედ ასე იქცევა თითქმის ყველა, ვისაც ოდესმე აქ უცხოვრია. მე კი მათ ვიცნობდი“, – წერს ლენკა რაინროვა, პრაღის გერმანულენოვანი ლიტერატურის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც მისთვის და არამხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თავის წარმოსახვით კაფეში მიუჩინა ბინა. ვის არ შეხვდები აქ: მაქს ბროდს, ეგონ ერვინ კიშს, ფრანც ვერფელს, თეოდორ ბალკს, ფრანც კაფკას თუ ანა ზეგერსს.
ამ წიგნის მეშვეობით ლიეტუველი საზოგადოება პირველად გაეცნო საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიას. ცხოვრების ბოლომდე არ განელებია მწერალს საქართველოსადმი სიყვარული. მის ლეგენდას „დაწყევლილი ბერები“ ლიეტუველი ბავშვები სასკოლო სახელმძღვანელოში ეცნობოდნენ და მათთვის საქართველო ერთ-ერთ მომაჯადოებელ და საოცნებო მხარედ იყო ქცეული. ლიეტუვურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე კამათობენ იმის თობაზე, ამ ლეგენდებს მართლა უდევს საფუძვლად კავკასიური ფოლკლორი თუ ის მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა „კავკასიური ლეგენდების“ გაცნობა და სათანადოდ შესწავლა. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა და გამოიცა ეს პატარა და ფრიად საყურადღებო წიგნი.