iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

დიდი ილია დღეს უაღრესად აქტუალურ თემას, ღვინის ქართულად დაყენების წესს, სახელდობრ კი ქვევრში ღვინის დაყენებას, მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, სხვა მეთოდებთან უპირატესობებსა და გამოწვევებს აღწერს. ასევე დიდ ადგილს უთმობს მის დროს ღვინის გაყალბების (ცნობილის, როგორც „ღვინის გაკეთება“) ევროპაში გავრცელებულ პრაქტიკასა და ხერხებს. მნიშვნელოვანი წიგნია მეღვინეობით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

ქართველთა მწვავე და სათაკილო საკითხი - ყმების გაყიდვაა კონდრატე თათარიშვილის ისტორიული მოთხრობის მთავარი თემა, რამაც პატრიოტულ მოტივსა და მძაფრ სიუჟეტთან ერთად ნაწარმოებს იმდენად დიდი პოპულარობა მოუტანა, რომ 1958 წელს იგი ეკრანიზებულ იქნა.

განცდები და ემოციები, რომლებიც ყურადღების ფორმირებაზე, მის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე ახდენენ გავლენას, მრავალფეროვანია, და, შესაბამისად, თავად ყურადღებაც არაერთ ფორმას ითვლის. „ყურადღების ფსიქოლოგია“ სწორედ ამ ასპექტების შესწავლა-განმარტებას ეძღვნება.

წიგნი წარმოადგენს პროზაულ კრებულს, მასში შესულია რომანტიკულ-დრამატული და მისტიკურ-ფანტასტიკური ნოველები. ანა სანებლიძის პროზაული კრებული,"ლურჯი ვარდები" მისი სადებიუტო წიგნია. კრებულში შესული ნოველების თემატიკა ახალგაზრდების თითქოს ჩვეულებრივ ყოფასა და მათ ბედს ეხება აწმყოში, ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივ და უჩვეულო გარემოებაში. ავტორი ცდილობს, დაგვანახოს, რომ არც თუ მარტივია დღევანდელობაში ადამიანმა შეინარჩუნოს რომანტიკული სული და უბრალოდ იპოვოს თავისი დანიშნულება, ადგილი სამყაროში, დაძლიოს მარტოობა და არ შეწყვიტოს ოცნება.

ლურჯი ვარდები
2.00ლარი

ლურჯი ვარდები

ანა სანებლიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

15000-ზე მეტი ყველაზე ხშირად გამოყენებადი უცხო ცნება; ტომი 2 (ნ-ჰ).

15000-ზე მეტი ყველაზე ხშირად გამოყენებადი უცხო ცნება; ტომი 1 (ა-მ).

„ბარამგურიანი“ სასანიანთა მეფის ბაჰრამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავლის ქართული ვერსიაა, რომელიც ავტორმა როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს მიუძღვნა. პოემა დაწერილია შაირით.

ბარამგურიანი
1.00ლარი

ბარამგურიანი

ნოდარ ციციშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

უკიდურესად რთული და საინტერესო თემაა დიმიტრი უზნაძის კვლევის საგანი - ადამიანის აზროვნება მისი საიდუმლოებებითა და წარმოუდგენელი წიაღსვლებით, მოულოდნელი დასკვნებითა და გადახრებით. ეს ყველაფერი კი სხვა მეცნიერებთან კამათისა და ხილული მაგალითების ფონზე.

სპარსულ იგავ-არაკთა კრებული, თარგმნილი საქართველოს მეფე თეიმურაზ II-ის მიერ.

ის, რომ მეხსიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფორმირების საქმეში, დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, სად იწყება, როდის აღწევს პიკს და რატომ? სრულდება ოდესმე? ამის შესახებაა დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი "მნემური პროცესების ფსიქოლოგია".

ქართველი მეფის პოემათა კრებულში შესულია ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი "ქეთევან დედოფლის წამება", სპარსულიდან გადმოქართულებულია "ვარდბულბულიანი" და "ლეილმაჯნუნიანი", და გაბაასების ჟანრში შესრულებული თხზულება "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა".

პოემები
1.00ლარი

პოემები

თეიმურაზ I

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია არჩილ II-ის დიდაქტიკურ-ზნეობრივი ხასიათის ნაწარმოებები („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“), აგრეთვე „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, და მცირე ზომის სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი ლექსნი აქა-იქ ნათქვამი“.

წინამდებარე ნაშრომში ქართული ფსიქოლოგიის პატრიარქი აღქმის ურთულესი ასპექტების წახნაგებს იკვლევს, როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ასევე მათ ურთიერთქმედებაში; მიმოიხილავს მათ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე.

ქართველი კლასიკოსის ჩვეულებისამებრ არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრება-შეხედულებებია გადმოცემული გრიგოლ რობაქიძის ისეთ ესსეიებში, როგორიცაა "დავით აღმაშენებელი", "თამარ", "ლენინი" და სხვა.

ესსეები
0.88ლარი

ესსეები

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქცევისა და მის თანამდევ ფსიქოლოგიურ ატრიბუტთა განხილვა-დახასიათებას ეძღვნება დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომი - "ქცევის ფსიქოლოგია".

ემოციის როლი ადამიანის ქმედების ფორმირებაში დიდია, თუმცა სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი მასზე სხვადასხვა ფაქტორთა, როგორიც არის გრძნობა, განწყობა და ა.შ., გავლენის ეფექტი. წინამდებარე ნაშრომს დიმიტრი უზნაძე სწორედ ამ საკითხის დეტალურ განხილვას უთმობს.