iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

მცირე პროზა

სორტირება:

ჰიგუჩი იჩიიოს მოკლე ისტორიები მეიჯის ერაში მცხოვრები ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას გვიყვება. ის ნათელი ჭეშმარიტებითა და ღრმა ემპათიით აღწერს სიღარიბისა და თავგანწირვის თემებს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. მისი უბრალო, თუმცა ჩამაფიქრებელი წერის სტილი ყოველდღიურ გამოცდილებებს აღწერს, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა იაპონურ ლიტერატურაზე. მისი სამი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ტადაში იმაიმ 1953 წელს ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „ტალახიანი წყლის ყურე“. ასევე, მოთხრობების მიხედვით იდგმება თეატრალური წარმოდგენები.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ჰიგუჩი იჩიიო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„იქ, სადღაც ზემოთ, სპილენძის ოქსიდის მწვანე საფარით ჩამუქებული ეკლესიის გუმბათებსა და პირქუშ კოშკებს მიღმა, მოცისფრო-მონაცრისფრო ბურუსში კაფე გახვეულა. კაფეში ბევრი პატარა მაგიდა დგას, საიდანაც ჩვენს ქალაქს შეგიძლია გადმოხედო. სწორედ ასე იქცევა თითქმის ყველა, ვისაც ოდესმე აქ უცხოვრია. მე კი მათ ვიცნობდი“, – წერს ლენკა რაინროვა, პრაღის გერმანულენოვანი ლიტერატურის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც მისთვის და არამხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თავის წარმოსახვით კაფეში მიუჩინა ბინა. ვის არ შეხვდები აქ: მაქს ბროდს, ეგონ ერვინ კიშს, ფრანც ვერფელს, თეოდორ ბალკს, ფრანც კაფკას თუ ანა ზეგერსს.

ამ წიგნის მეშვეობით ლიეტუველი საზოგადოება პირველად გაეცნო საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიას. ცხოვრების ბოლომდე არ განელებია მწერალს საქართველოსადმი სიყვარული. მის ლეგენდას „დაწყევლილი ბერები“ ლიეტუველი ბავშვები სასკოლო სახელმძღვანელოში ეცნობოდნენ და მათთვის საქართველო ერთ-ერთ მომაჯადოებელ და საოცნებო მხარედ იყო ქცეული. ლიეტუვურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე კამათობენ იმის თობაზე, ამ ლეგენდებს მართლა უდევს საფუძვლად კავკასიური ფოლკლორი თუ ის მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა „კავკასიური ლეგენდების“ გაცნობა და სათანადოდ შესწავლა. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა და გამოიცა ეს პატარა და ფრიად საყურადღებო წიგნი.

კავკასიური ლეგენდები
8.00ლარი

კავკასიური ლეგენდები

ანტანას ვიენუოლისი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი შეიცავს კარლო კოლოდის ზღაპრის „პინოკიოს თავგადასავლის“ ადაპტირებულ ტექსტს ინგლისურ ენაზე. წიგნი განკუთვნილია ინგლისური ენის შესწავლის დამწყებთათვის.

ნაწარმოები ფენტეზის ჟანრის მოთხრობაა. ნაწარმოების ტექსტი ადაპტირებულია. გათვლილია elementary დონეზე.

კურკა ერთი უბედური კაცია, დილიდან ღამემდე ბაზარში დაეხეტება და დიდიან-პატარიანად ყველა მას დასცინის და აბუჩად იგდებს. კურკა იფიქრებს, ამ გაჭირვებას ცოლის შერთვით დავაღწევ თავსო და მართლაც იქორწინებს ერთ საეჭვო მანდილოსანზე, მაგრამ ის მიატოვებს და კურკა ისევ ბაზარში დაეხეტება...

კურკას ქორწილი
1.88ლარი

კურკას ქორწილი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ტამიკი ჰარამ ჰიროშიმას დაბომბვის საზარელი გამოცდილება აღწერა მოთხრობაში „ზაფხულის ყვავილები“ რომელსაც ტაკიტარო მინაკამის პირველი პრიზი მიანიჭეს. „ზაფხულის ყვავილები“ 1947 წელს, „გულის სურვილის მიწა“ კი 1951 წელს გამოქვეყნდა.

თავადის მიერ ნამუსახდილი და იძულებით გათხოვილი ნუცა შვილს აჩენს, მაგრამ ეჭვებში მყოფი პავლე ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებს და ყველაფერი ყველა მათგანისთვის ტრაგიკულად მთავრდება.

უპატრონო
1.44ლარი

უპატრონო

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში გაერთიანებულია ავტორის ხუთი მოკლე ისტორია. რამდენიმე მათგანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ოსამუ დაზაი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ლიმონი“ და „აყვავებული ალუბლების ქვეშ“ მოტოჯირო კაჯიის მოკლე ისტორიებია. „ლიმონის“ გამოქვეყნების შემდეგ, კიოტოს მარუზენის მაღაზიაში ხშირად ტოვებდნენ ლიმონს. ის ლიტერატურულ სახელმძღვანელოშია შეტანილი. „აყვავებული ალუბლების ქვეშ“ კი მისი პირველი წინადადებით ძალიან პოპულარულია.

„Ein Buch für Alle und Keinen“...მიმდინარე დროში წიგნისმიერი თხრობის მცდელობა ყველასთვის და ამავდროულად არავისთვისაა განკუთვნილი. წინარე ტექსტები ერთგვარი მცდელობაა მიმდინარე რეალობის იმნაირი აღქმის, სადაც, არსებული გაუცხოების მიუხედავად, ადამიანის გაცნობიერების არეალში აუცილებლად შემოდის მარადიული ღირებულებების შეგრძნება, როგორც შესაძლებლობა სამყაროსთან და ყოველ არსებულთან მიმართების ცვალებისა. ამგვარ დილემაზე პასუხში იკვეთება როგორც ადამიანის პასუხისმგებლობა, ასევე მისი ეგზისტენციალური სტატუსი.

 

პარაბოლები
3.00ლარი

პარაბოლები

ვიქტორ კონჯარია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.

მეჩექმე გაბო
1.33ლარი

მეჩექმე გაბო

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ნოდარ შუბიძე ემიგრაციიდან საქართველოში ბრუნდება, სადაც მას გაურკვეველი აწმყო და ბუნდოვანი მომავალი ელის, თუმცა დასავლეთში ქანცგამცლელ შრომას უპირატესობას მაინც თავის ქვეყანაში ცხოვრებას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ...

ფინჯანი
1.77ლარი

ფინჯანი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ რუსეთის მიერ ჩეჩნების იძულებით გადასახლებასა და ქართველი ვაჟისა და ჩეჩენი გოგონას, ელისოს, სიყვარულს ეძღვნება.

ელისო
1.22ლარი

ელისო

ალექსანდრე ყაზბეგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სიყვარული, ვნება, მოვალეობა, მეგობრობა და არჩევანი მათ შორის – ეს ის თემებია, რომლებიც უკიდურესი სიმწვავით არის დაყენებული ა. ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“, იმდენად რადიკალურად, რომ გადაწყვეტა კონფლიქტის ერთი მონაწილის სიკვდილსა და მეორის (მსაჯულის) ჭკუიდან შეშლას იწვევს.

ხევისბერი გოჩა
1.77ლარი

ხევისბერი გოჩა

ალექსანდრე ყაზბეგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე“ ახალგაზრდა მწერლის, თამთა ლორთქიფანიძის, მეორე წიგნია. თამთას შემოქმედება მკითხველმა თავიდანვე შეიყვარა და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს პაწაწინა წიგნი დარჩება მკითხველის სიყვარულის გარეშე. თამთას ხატოვანი ენა თავიდანვე ხიბლავს მკითხველს და საინტერესო ისტორიებს ინტერესით ეცნობა.