„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.
"ზაფხულის ღამის სიზმარი" შექსპირის კომედიაა, რომელიც 1590 და 1596 წლებს შორის დაიწერა. იგი აღწერს ათენის მთავარ თეზეუსისა და იპოლიტას ქორწინებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებშიც ფერიების მიერ მანიპულირებადი ოთხი ახალგაზრდა ათენელი და ექვსი მოყვარული მსახიობია გახლართული. წარმოადგენს შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესას.

პირდაპირი და შეუფერადებელი თხრობა გვიხატავს გემის ქირურგის, ლემუელ გულივერის ოთხ ნიშანდობლივ მოგზაურობას, მათ შორის ერთს - ლილიპუტების მიწაზე, სადაც ექვს–დიუიმიანი მაცხოვრებლები ბინადრობენ; კიდევ ერთს - ბრობდინგნაგში, მიწაზე, სადაც გიგანტებთან შედარებით ადამიანები სრულ უსუსურობად წარმოდგებიან. უბრალო ენით დაწერილი კლასიკა მომხიბვლელობით გამოირჩევა: ბავშვებისთვის ის მხიარულ ფანტასტიკას წარმოადგენს; მოზრდილებისთვის - პოლიტიკური ცხოვრების გონებამახვილურ პაროდიას.