"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.
მე–20 საუკუნის დიდ ქართველ პოეტთა შორის ალბათ ტერენტი გრანელის შესახებ ყველაზე ცოტაა ნათქვამი და მისი შემოქმედებაც მწირად არის წარმოდგენილი. წინამდებარე კრებული პიტველი მცდელობაა მისი პოეზიის სრულად წარმოდგენისა ელექტრონულ ფორმატში. კრებულის მეორე ტომში შესულია პოეტის სამასამდე ლექსი.
არავის აღუწერია ბატონყმობის შემდგომი იმერეთის ყოფა ისეთი სევდანარევი იუმორით, უტყუარობითა და სისადავით, როგორც ეს დავით კლდიაშვილმა შეძლო. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის წინამდებარე კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი მოთხრობები: "სოლომან მორბელაძე", "ბაკულას ღორები", "როსტომ მანველიძე" და სხვა.
"მიმქრალი შარავანდედი", როგორც უმრავლესობა ვასილ ბარნოვის რომანებისა, ისტორიულ ფაქტებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. წინამდებარე ნაწარმოებში კახეთის მეფე ლევანისა და დედოფალ თინათინის XVI საუკუნეში განვითარებული ურთიერთობის ისტორია, ერთის მხრივ, ვალდებულებებსა და დოგმებს, მეორეს მხრივ კი ადამიანურ ვნებებს შორის განხეთქილების ფონზე მიმდინარეობს.
კრებულში თავმოყრილია გიორგი ერისთავის სამი კომედიური ჟანრის პიესა, აგებული სოციალურ მოტივებზე: "გაყრა", "დავა" და "ძუნწი", რომლებშიც გაქირდულია დაცემული და გონებრივად გაღატაკებული ქართული თავადაზნაურობა და ლიტერატურაში პირველად არის ნაჩვენები სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენელთა ახლად აღმოცენებული კლასი.
უილიამ შექსპირის ტრაგედია „იულიუს კეისარი“ სავარაუდოდ 1598 წელს უნდა იყოს დაწერილი. იგი ერთ-ერთია სამი დრამიდან, რომელიც რომის ისტორიის რეალურ ფაქტებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ პიესას „იულიუს კეისარი“ ეწოდება, მისი მთავარი პერსონაჟია მარკუს ბრუტუსი და ფსიქოლოგიური დრამაც სწორედ მისი არჩევანის გარშემო ფორმირდება.