iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

სკამები

ეჟენ იონესკო

აბსურდის თეატრის აღიარებული ოსტატის, ეჟენ იონესკოს "სკამების" მთავარი მოქმედი პირები, ბერიკაცი და დედაბერი, სრულ უაზრობაში ცხოვრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილდღეობის ილუზორული განცდის შექმნას ცდილობენ, ეს ილუზია კი სკამებია, მათი უკანასკნელი საშუალება ფუჭად განვლილი ცხოვრების შესანიღბად. გამოქვეყნდა 1952 წელს და იმავე წელს შედგა სასცენო პრემიერა.

2.22ლარი

მელოტი მომღერალი ქალი

ეჟენ იონესკო

ეჟენ იონესკოს პირველი პიესა და, იმავდროულად, აბსურდის თეატრის პიონერი - „მელოტი მომღერალი ქალი“ - 1950 წლის 11 მაისს იქნება ნაჩვენები პირველად სცენაზე. პიესა უმთავრესად ორი წყვილის უაზრო და უშინაარსო დიალოგისგან შედგება, რომლებსაც ვერაფერი გაუგიათ ერთმანეთის და საბოლოოდ მათი ურთიერთობა სიტყვებისა და სულაც ასოების წამოძახილად იქცევა, რაც კვლავ და კვლავ უნდა განმეორდეს ამ თანამედროვე აბუსრდულ სამყაროში...

2.00ლარი

მარტორქა

ეჟენ იონესკო

„მარტორქა“ - აბსურდის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც 1959 წელს შეიქმნა. პიესა მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა, მათ შორის ხშირად მოიაზრება, როგორც ფაშიზმის და/ან კომუნიზმის უცაბედი პოპულარობის ალეგორია, პარალელურად კი განიხილავს კულტურის, ბრბოს მენტალობისა და ფსიქოლოგიის, ზნეობის თემებს.

2.99ლარი

მოვალეობის მსხვერპლნი

ეჟენ იონესკო

„მოვალეობის მსხვერპლნი“ ავტობიოგრაფიული ელემენტების შემცველი პიესაა, რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა. პიესა სხვადასხვა თემებს მოიცავს, მაგრამ მთავარი მასში, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს მოვალეობაა, რისი აღსრულება თანამედროვე სამყაროში მსხვერპლს მოითხოვს. იყო მოვალეობის მსხვერპლი, იონესკოს ენაზე ნიშნავს მიუზღო საზოგადოებას თავისი - შეესაბამებოდე ნორმებს, მონაწილეობას იღებდე გამოძიებაში, დააბეზღო მეზობელი და ა.შ. პიესის პრემიერა 1953 წლის თებერვალში შედგა პარიზის თეატრში „Théâtre du Quartier latin“.

2.55ლარი

გაკვეთილი

ეჟენ იონესკო

იონესკოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი პიესა, რომელიც აბსურდის სტილში წარმოგვიდგენს ჭკუიდან გადასული პროფესორისა და მისი სტუდენტის ხანმოკლე გაკვეთილს. დაწერილია 1950 წელს.

1.55ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

პირველად საქართველოს ინტერნეტ სივრცეში გამოიცემა ვაჟას მოთხრობების სრული კრებული ორ ტომად. პირველ ტომში შესულია 52 მოთხრობა შექმნილი 1881-1902 წლებში, მათ შორის "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ხმელი წიფელი", "ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა.

"ქართლის ცხოვრების" IV წიგნი "წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი" აღწერს რეფორმატორისა და ეკლესია-მონასტრების მშენებლის, ქართლის მეფე არჩილის წამებას არაბების მიერ.

"დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია" - ამ ნაშრომით ნ. ბერდიაევი წარსულის სახელმწიფოებრივი ფორმაციების ანალიზის საფუძველზე ცდილობს შეაფასოს სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვადასხვა ფორმები.

კრებულში შესულია დავით კლდიაშვილის კლასიკად ქცეული პიესები: სევდითა და იუმორით აღსავსე "დარისპანის გასაჭირი", "ირინეს ბედნიერება" და "უბედურება".

პიესები
1.44ლარი

პიესები

დავით კლდიაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

X საუკუნის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც აღწერს ქართველი სასულიერო მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელის, ცხოვრებას და აყალიბებს ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეას.

"ქართლის ცხოვრების" მესამე წიგნი, რომელიც აღწერს ვახტანგ გორგასლის მეფობას. მიეწერება VIII საუკუნის ქართველ ისტორიკოს ჯუანშერ ჯუანშერიანს.

კრებულში წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახალგაზრდა ქართველი პოეტის სამიჯნურო, ლირიული და პატრიოტული პოეზიის ნიმუშები.

50 ლექსი
0.99ლარი

50 ლექსი

მირზა გელოვანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია ილიას შვიდივე მოთხრობა, კლასიკად ქცეული "კაცია-ადამიანი?!"-ს, "მგზავრის წერილების" და ასევე ნაკლებად პოპულარული "ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილისა" და "სარჩობელაზედ" ჩათვლით.

მოთხრობები
1.66ლარი

მოთხრობები

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

არჩილ II-ის ისტორიული პოემა "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" ანუ "თეიმურაზიანი" თამარისა და თეიმურაზ I-ის ეპოქას ასახავს, რომელშიც მეფე-პოეტი საკუთარ პოზიციას პაექრობაში აფიქსირებს. წარმოადგენს ისტორიული პოემის პირველ ნიმუშს.

Lyrics Book წარმოადგენს ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, Led Zeppelin, სრულ პოეტურ კრებულს, რომელიც მოიცავს პერიოდს 1969-დან 1982 წლის ჩათვლით

წინამდებარე კრებულში შესულია ბესიკის მიერ შექმნილი სამივე პოემა: პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი "ასპინძისათვის" და "რუხის ბრძოლა", და სატირულ-იუმორისტული "რძალ-დედამთილიანი", რომლებიც მე-18 საუკუნის მეორე ნახევარს ეკუთვნის.

ამ ნაწარმოების სრული სახელწოდებაა "მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ", რომელშიც მირიან მეფის მოქცევასთან ერთად მოთხრობილია ქართლში ნინო განმანათლებლის მიერ ქრისტიანობის გავრცელების ამბავი.  წარმოადგენს ქართლის ცხოვრების მე-2 წიგნს.

"In Homo" დიმიტრი უჩანეიშვილის პირველი რომანია, რომელიც 2012 წელს გამოიცა და მყისვე მიიქცია კრიტიკოსთა და ლიტერატურის დარგის სხვა პროფესიონალთა ყურადღება

In Homo
3.44ლარი

In Homo

დიმიტრი უჩანეიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ლირიკული, ისტორიული, დიდაქტიკური, ავტობიოგრაფიული, ფილოსოფიური, ჰიმნოგრაფიული - ყველა ეს მახასიათებელი დავით გურამიშვილის უკვდავი ქმნილების, "დავითიანის" დასახასიათებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.

დავითიანი
0.99ლარი

დავითიანი

დავით გურამიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია დიდი ილიას მიერ შექმნილი ორივე პიესა: "მაჭანკალი", აგებული "კაცია ადამიანის?!" მოტივებზე და "გლეხთა განთავისუფლების პირველ დროების სცენები", ამსახველი ბატონყმობისშემდგომი საქართველოს სოციალური ურთიერთობებისა.

პიესები
1.22ლარი

პიესები

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლი, შექმნილი V საუკუნეში, რომელშიც მოთხრობილია ვარსქენ პიტიახშის ღალატი და სარწმუნებისთვის მისი მეუღლის წამება

შუშანიკის წამება
0.99ლარი

შუშანიკის წამება

იაკობ ცურტაველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star