iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მასების ამბოხი

ხოსე ორტეგა ი გასეტ

„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.

5.00ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი II

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.

4.99ლარი

ფსიქოანალიზის შესავალი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო. მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ უდავოდ ყველაზე ახლოს არის ასეთ ტექსტთან. ფსიქიკური პროცესების მის მიერ აღმოჩენილი ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიის ამონარიდის გამოყენებით ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით – ესენია შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები. ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს: იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ფაქტობრივად, „შესავალი“, მისი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დღემდე რჩება ფსიქოანალიზის დამფუძნებლის ყველაზე მოთხოვნად ნაშრომად.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი I

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს. წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „ანტიკური ფილოსოფია“.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი III

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.

4.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

შექსპირმა ეს ტრაგედია სავარაუდოდ 1603 წელს შექმნა. იგი ეფუძნება ჯოვანი ბოკაჩოს მოწაფე სინტიოს მოთხრობას "მავრი სარდალი". პიესის მთავარი გმირები არიან: ვენეციელთა ჯარის მავრი სარდალი ოტელო; მისი საყვარელი მეუღლე დეზდემონა; ოტელოს ერთგული თანაშემწე კასიო; და მისივე მოღალატე ასისთავი იაგო. პიესის თემათა მრავალფეროვნების (რასიზმი, სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი, შურისძიება) გამოისობით "ოტელო" დღემდე ხშირად სრულდება პროფესიონალურ და სამოყვარულო სცენებზე.

ოტელო
2.44ლარი

ოტელო

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია აკაკი წერეთლის ისეთი ყველასათვის ნაცნობი მოხრობები, როგორიც არის პატრიოტული "ბაში–აჩუკი", ბიოგრაფიული "ჩემი თავგადასავალი", ასევე ნაკლებად ცნობილი "სამგვარი სიყვარული", "ყვითელი სანთელი" და სხვა.

"ქართლის ცხოვრების" XI წიგნი, რომელიც მოიცავს პერიოდს XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე, მეფე ლაშა გიორგიდან ქართლის მეფე ვახტანგამდე.

1926 წელს შექმნილი ეს რომანი სიუჟეტის, პრობლემატური თემატიკის, ღია კითხვებისა და გაბედული სცენების გამოისობით დღემდე რჩება ქართველთა ერთ–ერთ უსაყვარლეს საკიხავ წიგნად.

თეთრი საყელო
1.33ლარი

თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია IX-X სს. ქართული ჰაგიოგრაფიის ოთხი ძეგლი - უცნობი ავტორების "კოსტანტი კახის წამება", "ცხრათა ყრმათა წამება", "დავითის და ტირიჭანის წამება" (სავარაუდოდ თარგმნილია) და ეპისკოპოს სტეფანე მტბევარის "გობრონის წამება".

ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხის, ხალხური ეპოსის გმირის, არსენა ოძელაშვილის შესახებ ისტორიული რომანი მიხეილ ჯავახიშვილმა 1933-36 წწ. შექმნა. ნაწარმოებში ასახულია ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის და გლეხთა მოძრაობა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.

არსენა მარაბდელი
1.33ლარი

არსენა მარაბდელი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"მაკბეტი" (სრული სახელწოდებაა "მაკბეტის ტრაგედია") გახლავთ შექსპირის მიერ სავარაუდოდ 1606 წელს შექმნილი პიესა, რომელიც მის ერთ–ერთ ყველაზე მძიმე და გავლენიან ნაწარმოებად ითვლება

მაკბეტი
2.44ლარი

მაკბეტი

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქართლის ცხოვრების მეათე წიგნი, რომელიც თამარის ეზოსმოძღვარს ეკუთვნის, თამარის ცხოვრებას აღწერს. თხზულება მნიშვნელოვან ფაქტებს გვამცნობს მეფეთ მეფისა და მისი ოჯახის შესახებ.

პროზად შექმნილი და შემდეგ ლექსად გადაკეთებული პიესა ახალგაზრდა ერეკლე მეორის პირველ ბრძოლასა და "თათრებზე" ქართველთა გამარჯვებას ეხება.

პატარა კახი
0.99ლარი

პატარა კახი

აკაკი წერეთელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ქართლის ცხოვრების" მე-9 წიგნი, რომელშიც თამარის ცხოვრებაა აღწერილი.

"აქ" გახლავთ ფსიქოლოგიური მოთხრობების კრებული, რომლებშიც ავტორი მარადიულ თემებს ეხება, როგორიც არის ცხოვრების აზრი, ყოფიერების ამაოება, სიყვარული და თანაგრძნობა, პატიება

აქ
1.88ლარი

აქ

დიმიტრი უჩანეიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვაჟას პოემების სრულის კრებულის მეორე ტომში შესულია 1898-1915 წწ. შექმნილი ნაწარმოებები, მათ შორის "გველის მჭამელი", "ძაღლიკა ხიმიკაური", "ნახევარ-წიწილა" და სხვა.

პოემები ტომი 2
2.22ლარი

პოემები ტომი 2

ვაჟა ფშაველა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბესიკის ლირიკის კრებულში შესულია პოეტის სატრფიალო-სამიჯნურო ლექსები, ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები და პანეგირიკები.

ერთ-ერთი უძველესი (VI ს.) ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი, რომელიც ასახავს სპარსი ჭაბუკის წამებას ქრისტიანობისთვის

XIX საუკუნის დასასრულის რომანში ასახულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური მდგომარეობა, ახალი კლასის - ვაჭრების - დამკვიდრება, ქვეყნის ჩამორჩენილობა, კაპიტალის დამკვიდრება და ამით გამოწვეული სოციალური უთანასწორობა; და ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებული სიყვარულის ფონზე.

პირველი ნაბიჯი
1.44ლარი

პირველი ნაბიჯი

გიორგი წერეთელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სუმბატ ბაგრატიონის ნაშრომი, რომელიც ადამით იწყება და 1031 წლის ამბებით სრულდება. თხზულების მიხედვით ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან.