„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ პიესად შერაცხული ეს ნაწარმოები უბრალო კომივოიაჟერის, ვილი ლომენის ამბავს მოგვითხრობს, ვინც იმდენს ოცნებობდა წარმატებაზე, რომ საბოლოოდ ოცნებაში გადასახლდა... ამერიკული ოცნება კი, მიუწვდომელი ან, უკეთეს შემთხვევაში, მისაწვდომი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის. პირველად გამოქვეყნდა 1949 წელს.
„მარგალიტი“ ჯონ სტეინბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის სიხარბისა და შურიანობის თემებს ეხება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოტივს სიღარიბის თემა წარმოადგენს და დაბრკოლება, რაც ღარიბი კაცის წინაშეა აღმართული სიმდიდრისკენ გზაზე. მოთხრობა 1947 წელსაა დაწერილი მექსიკაში გაგონილი თქმულების საფუძველზე.
ეს მოთხრობა, რომელსაც დროდადრო რომანადაც მოიხსენიებენ, არის ისტორია აიკ მაკქასლინისა, ვისი ჩამოყალიბება ნადირობის პროცესში ხდება, ნადირობისა, რომლის გამორჩეულ მომენტს ბებერი ბენის დევნა წარმოადგენს, დათვისა, შიშის ზარს რომ სცემს ტყის მიმდებარედ მცხოვრებ ხალხს და იმავდროულად წარმოადგენს სიმბოლოს ბუნებისა, რაც ადამიანის ხელით ულმობლად ნადგურდება.
გასული საუკუნის 20-იანი წლები, ე.წ. „ჯაზის ხანა“ ამერიკაში ანუ დიდი დეპრესიის ეპოქა, სადაც და როდესაც კანონიდან გადახვევა წარმატების მიღწევის ლამის ერთადერთი გზაა, ერთი სიტყვით, ფულის ბატონობა. ასეთ გზით, ბუტლეგერობითაა გამდიდრებული ჯეი გეთსბი, გამდიდრებული კი იმისათვის, რომ შეყვარებულის თანაგრძნობა მოიპოვოს. მაგრამ, როგორც ავტორი ამბობს, თუმცა „აღმა მიგვყავს ჩვენი ხომალდი, მაგრამ ცხოვრება მიწყივ უკანვე გვრიყავს, წარსულისაკენ.“
„თეთრი ღამეები“ - ესაა ერთი გაუბედავი და მარტოხელა ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელსაც ფრიად უცნაური გზით ეწვევა სიყვარული, თანაგრძნობასაც გამოიწვევს და, როდესაც თითქოს ყველაფერი გვარდება, ამ დროს ყველაფერი ინგრევა, თუმცა ის მაინც არ არის უბედური, რადგან „ნეტარების მთელი წუთი! განა ეს ცოტაა თუნდაც მთელი ადამიანური ცხოვრების მანძილზე?..“
ეს წიგნი კათოლიციზმის ულმობელი გმობაა, იმ კათოლიციზმისა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში გავრცელდა, და საკუთარი დოგმებითა და აბსურდული კანონებით ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ერეოდა. რომანი სხვა სოციალურ თემებსაც ეხება, როგორიც არის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები, ქორწინების საკითხი და ხელოვანის ადგილი იდეოლოგიზებულ საზოგადოებაში.
ჰაინრიხ ბიოლის შედევრი - „უკაცო სახლი“ - ეს არის უაღრესად დრამატული ისტორია ორი ოჯახისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ცდილობს სულიერი და ფიზიკური ტკივილების მოშუშებას, ყოველდღიური პრობლემების გადალახვას, რაც ხშირად შეურაცხყოფასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული
პიესა იასონისა და კოლხეთის მეფის ასულის, მედეას, მითის ირგვლივაა შექმნილი. ქმრისგან მიტოვებული მედეა შურს იძიებს იასონზე მისი საცოლისა და მათი საერთო შვილების მოკვდინების გზით. შექმნის პერიოდისათვის ეს შოკისმომგვრელი ნაწარმოები მე-20 საუკუნეშიც ყველაზე ხშირად განსახიერებულ ბერძნულ პიესად დარჩა.
"პროცესი" კაფკას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. იგი მნიშვნელოვანწილად გადმოგვცემს ადამიანის უმწეობისა და, უხილავ და იდუმალ ძალთა წინაშე უძლურების მწერლისეულ მსოფლაღქმას, რაც კიდევ უფრო მძაფრდება აბსტრაქტული და აბსურდული გარემოთი, რომელშიც მოვლენები მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაწარმოებზე დიდია დოსტოევსკის „დანაშაულისა და სასჯელის“ გავლენა. „პროცესი“ მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1925 წელს, გამოქვეყნდა.
"ვიკინგები" (1909) ზიგრიდ უნსეტის პირველი ისტორიული რომანია, რომელში განვითარებული მოვლენები მე-11 საუკუნის ნორვეგიასა და ისლანდიაში მიმდინარეობს. რომანი ნორვეგიელი ვიგდისისა და ისლანდიელი ვიგა-ლიოტის სიყვარულს ამბის გადმოცემაა, სადაც სიყვარულთან ერთად განსაკუთრებული ადგილი შურისძიებისა და შვილებზე მშობლების ქმედებათა შედეგებს ეთმობა.